XGEORGIA საინფორმაციო გვერდი

VPN (Virtual Private Network), იგივე ვირტუალური პირადი ქსელი ქმნის უსაფრთხო სივრცეს თქვენსა და ინტერნეტს შორის.

ის გთავაზობთ უსაფრთხოებისა და ანონიმურობის დამატებით შრეებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, დამალოთ თქვენი ქმედებები და ადგილმდებარეობა ინტერნეტით სარგებლობისას, რათა თავიდან აირიდოთ თვალთვალის ალბათობა; თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე, უსაფრთხოდ, ანონიმურად და სიჩქარის შემცირების გარეშე მოძებნოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია ინტერნეტში.

VPN-ის გამოყენებას არ სჭირდება მაღალი ტექნოლოგიური ცოდნა. არსებობს უამრავი VPN დამწყებთათვის, რომლებიც ნებისმიერ მოწყობილობას ერგება.